ქართული Русский English
საიტის რუკაკონტაქტი შემოგვიერთდით

დაწყებითი კლასების შემაჯამებელი ღონისძიება

დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა წლის შემაჯამებელი ღონისძიება წარმოადგინეს: მოსამზადებელმა ჯგუფმა გააცოცხლა ზღაპრის პერსონაჟი ,,ხის ბიჭუნა", რომელიც სკოლაში წასასვლელად ემზადება, პირველკლასელებმა კი ლექსებით, ანდაზებითა და სიმღერებით გააცნეს მას თავიანთი სკოლა და ანბანი. II, III, და IV კლასების მოსწავლეებმა წარმოდგენა ნიკო ფიროსმანის გარდაცვალებიდან მე -100 წლისთავს მიუძღვნეს. მუსიკალური და საცეკვაო ნომრებით გააცოცხლეს ძველი თბილისი, აამეტყველეს ფიროსმანის პერსონაჟები და შთამბეჭდავად გვიამბეს მხატვრის ბიოგრაფია. ღონისძიების დასასრულს მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა.





დღიური
მომხმარებელი პაროლი  
იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი
Copyright@2009
Developed by ITNOVATIONS