Deprecated: Methods with the same name as their class will not be constructors in a future version of PHP; HTML_SemiParser has a deprecated constructor in /home/bagrationi/core/inc/formlib/HTML/FormPersister.php on line 62

Deprecated: Methods with the same name as their class will not be constructors in a future version of PHP; HTML_FormPersister has a deprecated constructor in /home/bagrationi/core/inc/formlib/HTML/FormPersister.php on line 624
KiketiSchool
ქართული Русский English
საიტის რუკაკონტაქტი შემოგვიერთდით


სასწავლებლის შესახებ

 

იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც დაარსებულია 2009 წლიდან. სკოლა მდებარეობს ეკოლოგიურად ჯანსაღ, ულამაზეს გარემოში, თბილისის ცენტრიდან ოციოდე წუთის სავალზე. სასწავლებლის ხედვა ეფუძნება ქართულ, მართმადიდებლურ, ტრადიციულ ფასეულობებს, რომელიც წარმატებით ერწყმის თანამედროვე მიღწევებსა და გამოწვევებს. სკოლის სახელწოდება ეფუძნება ქართული განათლების უდიდესი მოძღვრის, იაკობ გოგებაშვილის, ღვაწლს. სკოლის ნიშანი ია და მისი ფერი - იისფერი. იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებლის მისიაა ქრისტიანულ ფასეულობებზე დაფუძნებულ მზრუნველ, შემოქმედებით და უსაფრთხო გარემოში აღზარდოს ჯანსაღი, წიგნიერი, შემწყნარებელი და წარმატებული პიროვნება. სასწავლებელში ერთსულოვნად, ერთ ოჯახად, ერთი ღირებულებების საზოგადოებად ცხოვრების მსურველი ადამიანები მოღვაწეობენ, რომელთაც ასევე აერთიანებთ საკუთარი საქმის უზადო ცოდნა და სურვილი: აღუზარდონ სამშობლოს ღირსეული შვილები. დღის მეორე ნახევარი სკოლაში ეთმობა საშინაო დავალებების მომზადებას, შემეცნებითი და სპორტული წრეების მუშაობას.

 

 

"... მე მიმაჩნია, რომ ეს არის დასაწყისი ძალიან დიდი საქმისა და  მადლობას ვწირავ ყველა მონაწილეს. ამ სკოლაში უნდა დაინერგოს სარწმუნოება, სიხარული, სასოება, კეთილი საქმის კეთება, მიმტევებლობა; აქ უნდა ვეცადოთ დაუკავშირდეს ერთმანეთს სამი რგოლი: ოჯახი, ეკლესია და სკოლა; აქ უნდა გამოვლინდეს ნიჭი ყოველი ბავშვისა... მე ყველას გლოცავთ, ვლოცავ ამ სასწავლებელს და მოხარული ვიქნები თუ მიმიღებთ ერთ-ერთ მოწაფედ..."       

 

უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია II

ამონარიდი უწმინდესის სიტყვიდან სკოლის გახსნაზე


 



დღიური
მომხმარებელი პაროლი  
იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი
Copyright@2009
Developed by ITNOVATIONS