ქართული Русский English
ფორუმისაიტის რუკაკონტაქტი



ეკლესია

 

   

         მამა ლუკა (სუპატაშვილი)   

მამა ანდრია (ჯაღმაიძე)

 

სკოლაში მოძღვრის ინსტიტუტის არსებობა და ეკლესიის აღმზრდელობით დარგში ჩართვა განაპირობა სასწავლებლის მთავარმა მიზანმა: აღზარდოს ღმრთისა და სამშობლოს ერთგული, განათლებული, კეთილშობილი ადამიანი.                                                            
 
ჩვენი სასწავლებლის სურვილია ბავშვის აღზრდაში გაერთიანდეს ოჯახი, სკოლა და ეკლესია, მოსწავლემ შეიძინოს არა მარტო კარგი ცოდნა, არამედ აუცილებელი თვისებები ღირსეული და მართალი ცხოვრებისათვის. ისწავლოს და შეძლოს ურთიერთობა უფალთან. აღიქვას ღმერთი, როგორც სამყაროს შემოქმედი და სამყარო, როგორც ღვთის ქმნილება.
 
მოძღვარი ჩართულია სასწავლო პროცესში:
 
- ორშაბათობით, დღის მეორე ნახევარში მოძღვარი ხვდება მოსწავლეებს. 30 წუთიანი სასიამოვნო საუბრის დროს მოძღვარი პასუხობს ბავშვების შეკითხვებს, აცნობს მათ სხვადასხვა თემებს.
- კვირაში ერთხელ მოძღვარი ხვდება პედაგოგებს და ესაუბრება მათ საღვთისმეტყველო თემებზე; იმართება დისკუსია;
- მოძღვარი კვირაში ერთხელ ხვდება აღმზრდელებს და იმართება მსჯელობა აღზრდის საკითხებზე;
- მოძღვარი ატარებს მოკლე ლოცვას სწავლის დაწყების წინ და დამთავრების შემდეგ; ბავშვები დაუზარელად ლოცულობენ და უშუალოდ არიან ჩართულები ლოცვის პროცესში.
- დირექცია სასწავლებლის მოძღვრებთან ერთად გეგმავს სხვადასხვა გასვლით ღონისძიებებს - წმინდა ადგილების მოლოცვას, რათა მოსწავლე ეზიაროს თავისი სამშობლოს სიწმინდეს, მის ისტორიას.
- სურვილის შემთხვევაში მოძღვარი ინდივიდუალურად ხვდება პედაგოგებს, მოსწავლეებს, ესაუბრება მათ, იბარებს აღსარებებს.
 
სასწავლებლის მახლობლად შენდება წმ. ექვთიმე ღვთის კაცის სახელობის ტაძარი.
 
 


იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი
Copyright@2009
Developed by ITNOVATIONS