ქართული Русский English
საიტის რუკაკონტაქტი შემოგვიერთდით


აკადემიური განათლების მიმართულება
 
სასწავლო-აკადემიური მიმართულების მიზანია - არსებული ქართული, ეროვნული სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამისა და წამყვანი საერთაშორისო საგანმანათლებლო სისტემების სინთეზის გზით ჩამოაყალიბოს უნიკალური პროგრამა. ეს პროგრამა მოსწავლეს აღჭურავს ზოგადსაკაცობრიო და ფუნდამენტალური ცოდნით, გახდის მას კონკურენტუნარიანს საერთაშორისო შრომისა და განათლების სისტემაში და, ამავე დროს, ჩაუყრის საფუძველს მისი ეროვნული ცნობიერების  ჩამოყალიბებას.

 

აკადემიური განათლების მიმართულება ეფუძნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებულ სტანდარტს და ეროვნულ სასწავლო გეგმას. სწავლება მიმდინარეობს როგორც გრიფირებული სახელმძღვანელოებით, ასევე დამატებითი აუდიო, ვიდეო მასალებითა და ლიტერატურით. სტანდარტს ზემოთ სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს ინტენსიური და გაღრმავებული სწავლების კურსს. დღის მეორე ნახევარში სკოლაში სრულდება საშინაო დავალებები და საჭიროების შემთხვევაში, ინიშნება დამატებითი ინდივიდუალური მეცადინეობა. შეფასების სისტემა პედაგოგს საშუალებას აძლევს განსაზღვროს მოსწავლის ცოდნის დონე, მიღწევა და ჩამორჩენა, დაადგინოს მიზეზი და დაგეგმოს შესაბამისი ღონისძიებები.

 

მშობლების მხრიდან სასწავლო პროცესში ჩართულობის და შვილის მოსწრების შესახებ მუდმივი ინფორმირებულობის მიზნით სკოლას აქვს ელექტრონული ჟურნალი.

 

აკადემიური მიმართულების ხელმძღვანელია: ქ-ნი სალომე ჩხეიძე

 




დღიური
მომხმარებელი პაროლი  
იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი
Copyright@2009
Developed by ITNOVATIONS