ქართული Русский English
საიტის რუკაკონტაქტი შემოგვიერთდით


სასიცოცხლო უნარ-ჩვევების მიმართულება

 

მოზარდისთვის პრაქტიკული მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავების და საზოგადოებისათვის სასარგებლო აქტივობებში მათი ჩართულობის მიზნით, სასწავლებელში დაარსდა შრომითი საქმიანობის მიმართულება, რომელსაც სხვაგვარად სასიცოცხლო უნარ-ჩვევების პროგრამა ეწოდება. პურის და ცომეული პროდუქტის გამოცხობა თონესა და ღუმელში, რძის ნაწარმის დამზადება, მებაღეობა, მევენახეობა, სკოლის გარე და შიდა ტერიტორიის, ეკლესიის დალაგება, საეკლესიო ნაწარმის (სეფისკვერის, სანთლის) დამზადება, სასკოლო ავტობუსების, სამზარეულოს მოწესრიგება, ფერმერობა და სხვა საქმიანობა მოსწავლეებს აძლევს საშუალებას აქტიურ მონაწილეობა მიიღონ სკოლის ყოველდღიურ ცხოვრებასა და საქმიანობაში.

 

ყოველდღიურად შრომით საქმიანობაში მონაწილეობს თორმეტამდე გუნდი, სადაც მოსწავლეები სხვადასხვა კლასებიდან არიან გაერთიანებულნი და უფროსი ხელმძღვანელის მეთვალყურეობის ქვეშ ასრულებენ განრიგით გათვალისწინებულ სამუშაოს. თითოეული აქტივობის გამართული შესრულებისთვის სკოლა გამოყოფს სათანადო ინვენტარს, შესაბამის ტანისამოსს და ადგენს უსაფრთხოების სათანადო წესებს.

 

უკვე დამკვიდრებული ტრადიციის თანამად, სასწავლებლის შრომით საქმიანობაში მოსწავლეებთან ერთად აქტიურ მონაწილეობას იღებენ მათი მშობლები და ახლობლები. წინასწარ განსაზღვრული განრიგის თანახმად, თითოეული მოსწავლის მშობელს (ნათესავს, ოჯახის ახლობელს) მოეთხოვება თვეში ერთხელ ესტუმროს სკოლას შვილის გუნდთან ერთად იმ დღეს დაგეგმილ აქტივობაში მონაწილეობის მიღების მიზნით.

 

შრომით საქმიანობას სკოლაში ხელმძღვანელობს: -ნი თინა ქვრივიშვილი.

 




დღიური
მომხმარებელი პაროლი  
იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი
Copyright@2009
Developed by ITNOVATIONS