ქართული Русский English
საიტის რუკაკონტაქტი შემოგვიერთდით


სასკოლო სამოსი

იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელში დიდი ყურადღება ეთმობა ჩაცმის ეტიკეტს და დისციპლინას, შესაბამისად სკოლას აქვს საკუთარი სასკოლო ფორმა, რომელიც სავალდებულოა ჩვენი სასწავლებლის ყველა მოსწავლისთვის. 

 

 

სასკოლო უნიფორმა ვაჟებისთვის:

 

თეთრი პერანგი ლურჯი შარვალი ლურჯი ჟაკეტი ლურჯი ჟილეტი თეთრი მაისური

 

სპორტული ზედა-ქვედა სპორტული შორტი სპორტული ლურჯი მაისური ზამთრის ქურთუკი საწვიმარი  
 

 

 

 

სასკოლო უნიფორმა გოგონებისთვის:

 

თეთრი პერანგი გოგონას კაბა უფროსი გოგონების ქვედაბოლო ლურჯი ჟაკეტი ცისფერი მაისური
         

 

სპორტული ზედა-ქვედა სპორტული შორტი სპორტული ლურჯი მაისური ზამთრის ქურთუკი საწვიმარი

 

 

 

ფეხსაცმელი: 

სკოლაში მოსწავლეებისთვის სავალდებულოა სადაშავი, მუქი ლურჯი ან შავთან მიახლოებული მუქი ფერის ფეხსაცმლის ტარება.

 

 

 

 

სასკოლო უნიფორმის შესაძენად სკოლაში წინასწარ უნდა მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას. ქურთუკები უნდა გამოწეროთ შემდეგი ონლაინ მაღაზიებიდან:

 

 

ზამთრის ქურთუკი:

 

ბიჭებისთვის  ქურთუკის სავალდებულო ფერია Classic Navy.

გამოიწერეთ

 

გოგონებისთვის ქურთუკის სავალდებულო ფერია Cobalt.

გამოიწერეთ

 

 

 

თხელი საწვიმარი. ფერი: Navy

 

ასაკი 16-20 წელი

 

 

 

დამატებითი ინფორმაცია:

 

- გოგონების კოლგოტი ან გეტრი უნდა იყოს შავი ან მუქი ლურჯი ფერის.

 

- სკოლაში მოსწავლეებს შეუძლიათ იქონიონ მოსახერხებელი ფეხსაცმელი, რომელსაც ჩაიცმევენ სასწავლო საათების განმავლობაში და კვირის განმავლობაში სკოლის გარდერობში შეინახავენ. ეს განსაკუთრებით მოსახერხებელია ზამთარში - შესაბამისად ბავშვს არ მოუწევს სასწავლო დღის განმავლობაში სკოლის შენობაში ჩექმით ან ზამთრის ფეხსაცმლით ყოფნა. სპორტული აქტივობისთვის მოსწავლემ თან უნდა იქონიოს შესაბამისი სპორტული ფეხსაცმელი.

 

- ჩვენ არ გირჩევთ მოსწავლის სკოლაში გამოშვებას შემდეგი სახის ატრიბუტებით: მძივი, თვალში საცემი საყურე, ბეჭედი. გოგონების თმის სამაგრი, გთხოვთ, იყოს სადა, ერთ ტონალობაში და შეესაბამებოდეს სასკოლო ფერებს.

 

- გთხოვთ, თქვენი შვილის უნიფორმის თითოეულ ატრიბუტს დააწეროთ მოსწავლის სახელი და გვარი. ეს თავიდან აგვაცილებს უნიფორმების ელემენტების დაკარგვით, პოვნით, არევით და თქვენი მხრიდან სამოსის ხელახლა შეძენით გამოწვეულ სირთულეებს.

 





დღიური
მომხმარებელი პაროლი  
იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი
Copyright@2009
Developed by ITNOVATIONS