Deprecated: Required parameter $message follows optional parameter $level in /home/bagrationi/core/inc/function/function_system.php on line 153

Deprecated: Required parameter $dbname follows optional parameter $table in /home/bagrationi/core/inc/function/edit_fun.php on line 148

Deprecated: Required parameter $id_field follows optional parameter $table in /home/bagrationi/core/inc/function/edit_fun.php on line 148

Deprecated: Required parameter $described_table follows optional parameter $table in /home/bagrationi/core/inc/function/edit_fun.php on line 148

Deprecated: Required parameter $dbname follows optional parameter $table in /home/bagrationi/core/inc/function/edit_fun.php on line 173

Warning: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /home/bagrationi/core/inc/function/function_system.php:153) in /home/bagrationi/core/inc/libs/Session.php on line 299
KiketiSchool
ქართული Русский English
საიტის რუკაკონტაქტი შემოგვიერთდით


ტაძრის ისტორია

2010 წლის 11 ოქტომბერი. დაბა კიკეთში წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის ტაძარი იკურთხა. ამ დღეს კიკეთის წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის ტაძარში პირველი წირვა შესრულდა, ხოლო პარაკლისი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა.

 
ახლად ნაკურთხ ტაძარში საღვთო ლიტურგია ჩაატარეს მიტროპოლიტებმა შიო მუჯირმა და იოანე გამრეკელმა, ასევე ტაძრის წინამძღოლმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ. 

  

ტაძრის კურთხევას უამრავი მომლოცველი დაესწრო, მათ შორის ტაძრის ქტიტორი ლევან ვასაძე ოჯახთან ერთად, "იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებლის" თანამშრომლები, მოსწავლეები, მშობლები, სხვა მოწვეული სტუმრები და მოსახლეობა.

 
ტაძარი 3 წლის განმავლობაში შენდებოდა. ძირითადი ტაძარი წმინდა ექვთიმეს ღვთისკაცის (თაყაიშვილის) სახელობისაა. ტაძარში ასევე არის ორი ეკვდერი: წმინდა ექვთიმე აღმსარებლის (კერესელიძის) და წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის.

 

როგორც ლევან ვასაძემ აღნიშნა, ტაძარი აშენდა უახლესი ისტორიის სამი წმინდანის სახელზე: ერთმა მათგანმა ეროვნული განძი, მეორემ საგალობლები, მესამემ კი ქართველი ერის ღირსება გადაარჩინა.

 
პარაკლისის დაწყებამდე უწმინდესმა მრევლს ქადაგებით მიმართა. უწმინდესმა ქადაგებისას ბრძანა, რომ არის ჟამი შენებისა და ჟამი ნგრევისა. "ჩვენ მოვესწარით იმ დროს, როდესაც ქართველი ანგრევდა ტაძრებს და იმ დროსაც, როდესაც აშენებდა. ჩვენი წარსული გვეუბნება, რომ ქართველი ადამიანი გარეშე მტრებისგან ტაძრებსა და მონასტრებს იცავდა, რადგან ქრისტიანული სარწმუნოება ჩვენი გადამრჩენია. ასე რომ არ ყოფილიყო, ქართველი ადამიანი არ იქნებოდა დედამიწაზე", – ბრძანა პატრიარქმა.



ილია მეორემ დალოცა შეკრებილი მომლოცველები და სრულიად საქართველო. უწმინდესმა ტაძარს წმინდა სამების ხატი უსახსოვრა.

 

 




დღიური
მომხმარებელი პაროლი  
იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი
Copyright@2009
Developed by ITNOVATIONS