|
|
კალიგრაფია (თავსართ–საზედაო ასოები)
მუსიკა, კერძოდ, ხალხური სიმღერა-გალობა გამოხატავს პიროვნების იდენტურობას საკუთარ ერთან. ხალხური მუსიკალური შემოქმედება გრძნობისმიერია, საეკლესიო გალობა კი სულის გამოღვიძებას ემსახურება. მეთოდი: ვმუშაობთ თავსართ-საზედაო ასოებზე, რომელიც ძველ სალიტერატურო თუ საღვთისმეტყველო ხელნაწერებშია შემონახული, რომელსაც ფერითა და დეკორით ვავსებთ, რაც მინიატურის საწყისებთან შეხებას გულისხმობს. მინიატურის გაცნობა კი ხატწერის შესწავლას უყრის საფუძველს. მაგალითად:
![]() მიზანი:
გალობის ფონზე საზედაო ასოების წერა ბავშვებს უვითარებს მოთმინების უნარს, სძენს გულმოდგინებასა და ხაზის ჩამოსმის კულტურას. მნიშვნელოვანია ფუნჯთან და ფერთან ურთიერთობა, რომელიც უყალიბებს გემოვნებას, უვითარებს წარმოსახვის, ხელის მოტორიკის, მხედველობითი მეხსიერების, დაკვირვების, კვლევა-ძიების, შრომით უნარ-ჩვევებს.
პროგრამის ავტორი თამარ გურაშვილი
|
|
იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი
Copyright@2009 Developed by ITNOVATIONS
|
|