|
|
შემოქმედებითი წერა
მეთოდი: – საწრეო სწავლების ფორმა, ასე ვთქვათ, ,,წერითი თერაპია"; ჯგუფში შესრულებული ყოველი სავარჯიშო ინდივიდუალურად აღიქმება, რადგანაც მოზარდები მუდამ ეძებენ ანალოგს საკუთარ ცხოვრებასთან. ეს არის ყოველდღიური ცხოვრების სხვაგვარად დანახვისა და დადებითი ცვლილებების საშუალება. მოზარდის ცნობიერებაში სწორი თვითშეფასება ვითარდება, ყალიბდება ნდობა.
ყოველ მეცადინეობაზე სხვადასხვა რეგისტრი და თემა მონაცვლეობს. საშინაო დავალების კითხვას ყველაზე ნაყოფიერი აქტივობა – სავარჯიშოები მოსდევს; ვცდილობთ, ისინი არ გავიმეოროთ. სავარჯიშოების მრავალფეროვნება სამუშაოს საინტერესოს ხდის, რადგან აქ ხდება არა მარტო პრობლემის, არამედ მისი გამოსახვის ლიტერატურული ფორმის გაზიარება, განზოგადება. ,,ავტორი", თითქოს, თავად ქმნის რეალობას. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ფრაზას, იუმორს, სისხარტეს, ორიგინალურ გადაწყვეტას, კომპაქტურობას, იმპროვიზაციას. ყოველივე ზემოთქმული საკუთარი თავის პოვნის გზაა.
მიზანი:
– ბავშვის შინაგანი სამყაროს გახსნა და ასაკობრივი პრობლემების გადაჭრა; პროგრამის ავტორი რუსუდან მამფორია
|
|
იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი
Copyright@2009 Developed by ITNOVATIONS
|
|