სასწავლებელში უსაფრთხოებას და წესრიგს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. ტერიტორია აღჭურვილია უახლესი დაცვითი, პერიმეტრული, სახანძრო და გარე ვიდეოკონტროლის სისტემებით. დაცვის პროფესიონალი თანამშრომლები 24 საათი ზრუნავენ მოსწავლეების, თანამშრომლებისა და ტერიტორიის უსაფრთხოებაზე – როგორც მიმდინარე სასწავლო პროცესის, ასევე დაგეგმილი სასკოლო ღონისძიეების დროს.
სკოლის ტერიტორიაზე უცხო პირთათვის გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ დირექციის და დაცვის სამსახურის წინასწარი თანხმობით, სპეციალური ბარათების მეშვეობით: მწვანე ბარათი - ვიზიტორებისთვის, წითელი ბარათი - სპეციალური ვიზიტორებისთვის.
სკოლის მოსწავლის მხრიდან სასწავლებლის ტერიტორიის ვადაზე ადრე დატოვება, ან მისი გამგზავრება სკოლიდან არასასკოლო ტრანსპორტით დასაშვებია მხოლოდ დირექციის და დაცვის სამსახურის წინასწარი ინფორმირების და მათი ნებართვის შემთხვევაში.