ქართული Русский English
საიტის რუკაკონტაქტი შემოგვიერთდით


მოსამზადებელი ჯგუფი


სკოლამდელი ასაკის ბავშვის ყოველმხარივი განვითარების ხელშეწყობის, სკოლისთვის უკეთ მომზადების მიზნით, სასწავლებელში ფუნქციონირებს მოსამზადებელი ჯგუფი. მოსამზადებელი ჯგუფის პროგრამა მოიცავს ერთწლიან კურსს, რომლის მიზანია:

 

 

-      ბავშვის აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარის განვითარება;

- მოვლენებსა და ფაქტებზე დაკვირვების უნარის, პიროვნული თვისებების (ყურადღების კონცენტრაცია, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა) გამომუშავება;

- სხვადასხვა ენობრივი ასპექტების (სწორი მეტყველება, ბგერითი კულტურა) ჩამოყალიბება  და განვითარება;

- სალექსიკონო მარაგის გამდიდრება და ელემენტარული ცოდნის ჩამოყალიბება გარემოსა და სოციუმის შესახებ, რომლის ნაწილიც თავადაა;

-     სასწავლო პროცესისადმი დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება;

-    ელემენტარული მათემატიკური წარმოდგენების ფორმირება, მშობლიური და ერთ-ერთი უცხო ენის (ინგლისური) ელემენტების შესწავლა;

-     მუსიკის, რიტმიკის, ქორეოგრაფიის ელემენტების სწავლება;

-     სახვითი ხელოვნების ცალკეული დარგების ელემენტარული საფეხურების გაცნობა-სწავლა.

 

 

მოსამზადებელი ჯგუფის პროგრამა ითვალისწინებს გაააქტიუროს ბავშვის დამოუკიდებელი აზროვნების უნარი და დაეხმაროს მას “აღმოცენებული ინტერესების შენარჩუნებაში”, განუმტკიცოს სოციალური, კულტურული, ჰიგიენური უნარ-ჩვევები. კურსი მიმართულია სკოლამდელთა ასაკის ბავშვების სწავლებაზე საუბრების, სავარჯიშოების, დიდაქტიკური და სხვა თამაშების, შრომის, საგნობრივ-პრაქტიკული მოქმედების, მოვლენებზე დაკვირვებების, გარემოსთან ურთიერთობის, მუსიკალური და მოძრავი მოტორული აღზრდის და გართობის სახით. სასწავლო შინაარსი ითვალისწინებს: საგანმანათლებლო, განმავითარებელ და აღმზრდელობით ამოცანებს.

 




დღიური
მომხმარებელი პაროლი  
იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი
Copyright@2009
Developed by ITNOVATIONS