სკოლამდელი ასაკის ბავშვის ყოველმხარივი განვითარების ხელშეწყობის, სკოლისთვის უკეთ მომზადების მიზნით, სასწავლებელში ფუნქციონირებს მოსამზადებელი ჯგუფი. მოსამზადებელი ჯგუფის პროგრამა მოიცავს ერთწლიან კურსს, რომლის მიზანია:
- ბავშვის აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარის განვითარება;
- მოვლენებსა და ფაქტებზე დაკვირვების უნარის, პიროვნული თვისებების (ყურადღების კონცენტრაცია, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა) გამომუშავება;
- სხვადასხვა ენობრივი ასპექტების (სწორი მეტყველება, ბგერითი კულტურა) ჩამოყალიბება და განვითარება;
- სალექსიკონო მარაგის გამდიდრება და ელემენტარული ცოდნის ჩამოყალიბება გარემოსა და სოციუმის შესახებ, რომლის ნაწილიც თავადაა;
- სასწავლო პროცესისადმი დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება;
- ელემენტარული მათემატიკური წარმოდგენების ფორმირება, მშობლიური და ერთ-ერთი უცხო ენის (ინგლისური) ელემენტების შესწავლა;
- მუსიკის, რიტმიკის, ქორეოგრაფიის ელემენტების სწავლება;
- სახვითი ხელოვნების ცალკეული დარგების ელემენტარული საფეხურების გაცნობა-სწავლა.
მოსამზადებელი ჯგუფის პროგრამა ითვალისწინებს გაააქტიუროს ბავშვის დამოუკიდებელი აზროვნების უნარი და დაეხმაროს მას “აღმოცენებული ინტერესების შენარჩუნებაში”, განუმტკიცოს სოციალური, კულტურული, ჰიგიენური უნარ-ჩვევები. კურსი მიმართულია სკოლამდელთა ასაკის ბავშვების სწავლებაზე საუბრების, სავარჯიშოების, დიდაქტიკური და სხვა თამაშების, შრომის, საგნობრივ-პრაქტიკული მოქმედების, მოვლენებზე დაკვირვებების, გარემოსთან ურთიერთობის, მუსიკალური და მოძრავი მოტორული აღზრდის და გართობის სახით. სასწავლო შინაარსი ითვალისწინებს: საგანმანათლებლო, განმავითარებელ და აღმზრდელობით ამოცანებს.