|
|
სასწავლო პროგრამები
”იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელში” სწავლა 10.00 საათზე იწყება. დღის პირველ ნახევარში მოსწავლეებს უტარდებათ ძირითადი გაკვეთილები. სასწავლო წლის დასაწყისში პედაგოგები ეროვნული სასწავლო პროგრამით რეკომენდებული ჩამონათვალიდან ირჩევენ სახელმძღვანელოებს, სასწავლო პროცესში კი აქტიურად იყენებენ ვიდეო და ფოტომასალას, დამატებით სასწავლო ლიტერატურას. თემატური ანიმაციური თუ დოკუმენტური ფილმები, გასვლითი ღონისძიებები ბავშვისთვის სასწავლო პროგრამას უფრო გასაგებსა და ადვილად დასამახსოვრებელს ხდის.
6.00 საათამდე დღის მეორე ნახევარი ეთმობა წრეების მუშაობას. შემოქმედებითი, შემეცნებითი და სპორტული პროგრამები გაწერილია კვირის დღეების მიხედვით.
სწავლება–სწავლის ახლებური მეთოდი ბავშვს უვითარებს დროის სწორი განაწილებისა და დაგეგმვის უნარს. სასწავლო პროგრამები აგებულია მოსწავლის ინდივიდუალური ინტერესებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე. დღის მეორე ნახევარში მოსწავლეები, აღმზრდელებისა და საჭიროების შემთხვევაში საგნის პედაგოგის დახმარებით ამზადებენ საშინაო დავალებას. პედაგოგები და აღმზრდელები ორიენტირებულნი არიან, ბავშვმა მაქსიმალურად გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები, დაძლიოს ხარვეზები.
|
|
იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი
Copyright@2009 Developed by ITNOVATIONS
|
|