ქართული Русский English
ფორუმისაიტის რუკაკონტაქტი



მიღების წესი

სასწავლებელში მოსწავლეები ჩაირიცხებიან მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის მომართვის საფუძველზე. I კლასში მიიღებიან ბავშვები, რომელთაც შეუსრულდათ ან მიმდინარე წელს უსრულდებათ 6 წელი. 

I კლასში ბავშვის ჩასარიცხად მშობელმა (კანონიერმა წარმომადგენელმა) უნდა წარმოადგინოს:

1) განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე;

2) ორივე მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის მოწმობის ასლი

3) ბავშვის დაბადების მოწმობის დედანი;

4) ცნობა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (სამედიცინო ფორმა);

5) ბავშვის ორი ფოტოსურათი 3X4;

 

 

 

სხვა სკოლიდან გადმოყვანის შემთხვევაში შემდეგი საბუთები უნდა წარმოადგინოთ:

1) მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე;

2) ორივე მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის მოწმობის ასლი;

3) სასწავლო დაწესებულების ბეჭდით დამტკიცებული წლიური შეფასება, შესაბამისი საფეხურის სერტიფიკატთან და დახასიათებასთან ერთად;

4) სასწავლო დაწესებულების ბეჭდით დამტკიცებული მიმდინარე შეფასება ყველა საგანში;

5) ცნობა მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (სამედიცინო ფორმა);

6) მოსწავლის პირადი საქმე. 

 

ჩვენი სასწავლებლის თანამშრომლები სიამოვნებით გაგიწევენ დახმარებას ყველა ფორმალური საკითხის მოგვარებაში.

 

 

დაგვიკავშირდით: 144426

tkhorbaladze@kiketischool.com

 



იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი
Copyright@2009
Developed by ITNOVATIONS