სკოლაში მოსწავლის ჩარიცხვა ხდება მშობლის მომართვის საფუძველზე. მოსწავლის სკოლაში მიღება არის ორმხრივი პროცესი. სკოლაში მოსწავლის ჩარიცხვამდე მშობელი ეცნობა ხელშეკრულებას, ასევე სკოლის შინაგანაწესს და ხელმოწერით ადასტურებს თანხმობას სკოლის საგანმანათლებლო, იურიდიულ, დისციპლინარულ თუ სხვა პირობებზე.
I-V კლასები:
მოსამზადებელ ჯგუფში და დაწყებითი განათლების პირველ ოთხ კლასში მოსწავლეთა მიღება წარმოებს დირექციასთან გასაუბრების და სკოლაში მოსწავლის საბუთების წარმოდგენის საფუძველზე. გასაუბრების შემდეგ მშობელს ეცნობება მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვის შესახებ ან გაიცემა სათანადო რეკომენდაცია.
მოსამზადებელ ჯგუფში და პირველ კლასში წარმოსადგენი საბუთებია:
1) მოსწავლის დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (საქართველოს მოქალაქისთვის სავალდებულოა პირადი ნორმის წარმოდგენა);
2) მოსწავლის 2 ფოტოსურათი (ზომა: 3X4);
3) მშობლების პირადობის მოწმობების ასლი და საკონტაქტო ინფორმაცია;
4) მშობლის განცხადება დირექტორის სახელზე ბავშვის სკოლაში ჩარიცხვის შესახებ.
5) ჯანმრთელობის ცნობა
სხვა სკოლიდან გადმოსვლის შემთხვევაში აღნიშნულ საბუთებს ასევე ემატება:
- მოსწავლის პირადი საქმე
- შეფასების ფურცელი
- დახასიათება
*** სამივე დოკუმენტი უნდა იყოს დამოწმებული სასწავლებლის ბეჭდით და კომპეტენტური პირის ხელმოწერით.
VI-XI კლასში გადმოსვლის შემთხვევაში მოსწავლე ვალდებულია გაიაროს ტესტირება შემდეგ საგნებში:
-ქართული
-მათემატიკა
-რუსული
-ინგლისური
ტესტირების წარმატებით დაძლევის შემთხვევაში ინიშნება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.
გასაუბრების შემდეგ მშობელს ეცნობება მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვის შესახებ ან გაიცემა სათანადო რეკომენდაცია.
გისურვებთ წარმატებას!