ჩვენი ბიბლიოთეკა მდიდარია ქართული და უცხოური ლიტერატურით, პერიოდული გამოცემებით, მედიათეკით, აღჭურვილია კომპიუტერული ტექნიკით. ამასთანავე, ბიბლიოთეკა მასწავლებლებისა და მოსწავლეების შეკრების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია – მყუდრო გარემო და სათანადო რესურსი საუკეთესო პირობებს უქმნის თანამშრომლებსა თუ აღსაზრდელებს მუშაობის, მასალების მოძიებისა და გაკვეთილების მომზადებისათვის. აქ ხშირად იმართება შეხვედრები ვიწრო წრეში, საუბრები, დისკუსიები და ფილმების ჩვენება.
იხილეთ ჩვენი სკოლის ელექტრონული ბიბლიოთეკა: http://library.kiketischool.ge/opac/
ბიბლიოთეკა ახალი გახსნილია და შეძენილი წიგნები კატალოგში სრულად არ არის წარმოდგენილი, მიმდინარეობს კატალოგიზაცია.