ქართული Русский English
საიტის რუკაკონტაქტი შემოგვიერთდით

დირექტორის სახალწლო მილოცვა

ძვირფასო კოლეგები, პატივცემულო მშობლებო, საყვარელო ბავშვებო, ჩვენო მეგობრებო!   


 


იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებლის დირექციის და ადმინისტრაციის სახელით მინდა მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი, სულითა და გულით გისურვოთ ჯანმრთელობა, სიკეთე, სიყვარული, ღვთის წყალობა, ხვავი და ბარაქა. ფეხბედნიერი და მშვიდობიანი ყოფილიყოს ახალი, 2014 წელი თქვენთვის, თქვენი ოჯახებისა და ჩვენი სამშობლოსთვის. ჩვენი უწმინდესი ბრძანებს: "ყველა განსაცდელი წავა და ბედნიერება და მშვიდობა მოვა". ვისურვებდი, რომ უსაზღვრო ბედნიერებასა და მშვიდობასთან ერთად უფლის დიდი წყალობა გქონოდეთ.

 

 

 

მრავალს დაესწარით.

მარინა კაჭარავა

 





დღიური
მომხმარებელი პაროლი  
იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი
Copyright@2009
Developed by ITNOVATIONS