ქართული Русский English
საიტის რუკაკონტაქტი შემოგვიერთდით

VII კლასის პროექტი ხელოვნებაში. ელენე ახვლედიანი - ძველი თბილისი და ჩვენ

 

VII კლასმა ძალიან საინტერესო პროექტი განახორციელა - ბავშვებმა გადაიღეს ფილმი, რომლის მთავარი იდეა ელენე ახვლედიანის სურათებში ასახული ძველი თბილისის ხიბლის თანამედროვე ცხოვრებაში დანახვა და რაც მთავარია, ტრადიციულის, მშობლიურის მიმართ თავიანთი მოწიწების გამოხატვა იყო.

 

 

პროექტის მომზადების ფარგლებში ბავშვებმა შეისწავლეს ელენე ახვლედიანის შემოქმედება, ძველ თბილისში იპოვეს მხატვრის მიერ სურათებში ასახული ადგილები, გადაიღეს ამ ხედების ვიდეოები და ფოტოები, შეარჩიეს მუსიკა და შექმნეს ფილმი, რომელშიც საკუთარი ემოცია და განწყობა გამოხატეს.

 

 

პრეზენტაციის დროს თამაზ ჩხენკელმა, მიშო მუჯირმა და გიორგი ვასაძემ მოწვეულ სტუმრებს გააცნეს ძველი მოგზაურების ჩანაწერები თბილისის შესახებ, ლიზა კაკილაშვილმა   და ნინა გოგელიამ ისაუბრეს ელენე ახვლედიანის შემოქმედებაზე, ლუკა ნიშნიანიძემ  მოგვითხრო საინტერესო ფაქტები მხატვრის ბიოგრაფიიდან, გიორგი ნიორაძე შეეხო ფილმზე მუშაობის პროცესს. შემდეგ მოხდა თავად ფილმის პრეზენტაცია.

 

 

პროექტის მიზანი მოსწავლეების მიერ ახვლედიანის შემოქმედების გაცნობა, შემოქმედებითი და ორგანიზაციული უნარების განვითარება და ძველი თბილისის უნიკალურობის აღქმა იყო. თუმცა, როგორც სკოლის დირექტორმა, მარინა კაჭარავამ აღნიშნა, პროექტის მთავარ შედეგად ბავშვების მიერ საკუთარი ქალაქისადმი დიდი სიყვარულის და მოწიწების გამოხატვა შეგვიძლია მივიჩნიოთ.

 

 

პედაგოგი: ნანა კუნჭულია

 

 

იხილეთ ფილმი

 





დღიური
მომხმარებელი პაროლი  
იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი
Copyright@2009
Developed by ITNOVATIONS