ქართული Русский English
საიტის რუკაკონტაქტი შემოგვიერთდით

პირველი კლასის ღონისძიება

 

წერა-კითხვის შესწავლა მნიშვნელოვანი  მოვლენაა ბავშვის ცხოვრებაში, ამიტომ გადავწყვიტეთ  განსაკუთრებით აღგვენიშნა ანბანის ათვისება და მისთვის დასამახსოვრებელი, საზეიმო იერი მიგვეცა. ამ მიზნით მოეწყო მინი-პროექტის  პრეზენტაცია თემაზე ,,ქართული  ანბანი“, რომელსაც დაესწრნენ დაწყებითი კლასების მოსწავლეები და პედაგოგები.  მოსწავლეებმა დამსწრეთ გააცნეს  ელემენტარული ცნობები ქართული ანბანის წარმოშობის შესახებ, წარმოადგინეს  ,,ანბანთქება“, აგრეთვე, პირველ სემესტრში შესწავლილი ანდაზები ანბანის რიგის მიხედვით და წაიკითხეს საკუთარი ჩანაწერები  თემაზე ,,ჩემი ოცნება“. პრეზენტაციის შემდეგ გაიჭრა ტორტი, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის ირინე ჯალაღანიამ მოამზადა.

 

იხილეთ ვიდეო

 

პედაგოგები: ირინე ჯალაღანია (ქართული ენა და ლიტერატურა) / ცისია მრევლიშვილი

 





დღიური
მომხმარებელი პაროლი  
იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი
Copyright@2009
Developed by ITNOVATIONS