ქართული Русский English
საიტის რუკაკონტაქტი შემოგვიერთდით

VI კლასის პროექტი: რენუარი - წამის შემდეგ

VI კლასის მოსწავლეებმა ორიგინალური პროექტი წარმოადგინეს. ბავშვებმა გადაიღეს ფილმი ოგიუსტ რენუარზე, რომელშიც თავად გადაიქცნენ რენუარის სურათების გმირებად. როგორც მოსწავლე ვახო კილაურიძემ პრეზენტაციის დროს აღნიშნა, მათ ამ ფილმით არა მხოლოდ რენუარის შემოქმედების ჩვენება, არამედ იმპრესიონისტული განწყობის გადმოცემაც სურდათ. ფილმის ჩნვენებამდე მარკოზ ნაცვლიშვილმა და ელენე ტოგონიძემ ისაუბრეს იმპრესიონიზმის, როგორც მხატვრული მოვლენის შესახებ. ელენე პაპაშვილმა მოწვეულ სტუმრებს რენუარის ბიოგრაფია მოუთხრო, ხოლო ელენე ნიშნიანიძემ და ელენე ნატრიაშვილმა რენუარის საინტერესო გამონათქვამები გაიხსენეს. ამ პროექტით ბავშვებმა გამოავლინეს არა მარტო ათვისებული ცოდნა, არამედ თავიანთი შემოქმედებითი უნარი, შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობის დიდი გრძნობა.



ხელოვნების პედაგოგი: ნანა კუნჭულია

 

 

იხილეთ ვიდეო

 





დღიური
მომხმარებელი პაროლი  
იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი
Copyright@2009
Developed by ITNOVATIONS