ქართული Русский English
საიტის რუკაკონტაქტი შემოგვიერთდით

ექსკურსია სახელმწიფო მუზეუმში

ეგვიპტური კულტურის შესახებ ინფორმაცია მესამეკლასელებმა ჯერ კიდევ ხელოვნების გაკვეთილებზე მიიღეს, რის შემდეგაც გაუჩნდათ სურვილი უფრო მეტი გაეგოთ  აღმოსავლურ კულტურაზე. ამ მიზნით III კლასი საქართველოს ეროვნული მუზეუმის აღმოსავლურ განყოფილებას ესტუმრა. მოსწავლეები გაეცნენ აღმოსავლური ხელოვნების თავისებურებებს, დაათვალიერეს ეგვიპტური და  იაპონური კულტურის  მნიშვნელოვანი ნიმუშები: მუმია, ეგვიპტური სარკოფაგი, აღმოსავლური პორტრეტები, აქსესუარები, რომლებიც  აღმოსავლელი ქალებისა და მამაკაცების სამოსს ამკობდა, სამურაის საბრძოლო იარაღი და მისი აღჭურვილობა და სხვა. მიიღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მუმიფიცირების შესახებ. პროგრამის ბოლოს ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს შემეცნებით თამაშში, რომლებიც პაზლების სახით იყო წარმოდგენილი და მუზეუმში  მიღებული ინფორმაციის გააქტიურებას ისახავდა მიზნად. ექსკურსიის ბოლოს  მესამეკლასელებმა ოქროს ფონდიც დაათვალიერეს.

 

 

ხელოვნების პედაგოგი: ნათია რაზმაძე

 

 





დღიური
მომხმარებელი პაროლი  
იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი
Copyright@2009
Developed by ITNOVATIONS