ქართული Русский English
საიტის რუკაკონტაქტი შემოგვიერთდით

წიგნის საერთაშორისო დღე

 

წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით VII-X კლასის მოსწავლეები  სკოლის ბიბლიოთეკაში შეიკრიბნენ. მეშვიდეკლასელებმა წიგნის ისტორიაზე ისაუბრეს. უფროსკლასელებმა კი თავიანთი საყვარელი წიგნები წარუდგინეს თანატოლებს, რამაც დიდი ინტერესი  გამოიწვია და შეთავაზებული წიგნების წაკითხვის სურვილი გაუჩინა მოსწავლეებს. იქვე  მოხდა სასურველი წიგნების გაცვლა-გამოცვლა. შეხვედრაზე გაიმართა მერვეკლასელების მიერ წიგნის თემაზე შექმნილი საკონკურსო ვიდეორგოლების პრეზენტაციაც. ჟიურიმ გამოავლინა და წიგნით დააჯილდოვა გამარჯვებული ნამუშევრის ავტორი დაჩი ხაბურზანია.

 

 

შეხვედრის ორგანიზატორი: მაკა ინაშვილი (ქართული ენა და ლიტერატურა).

 

იხილეთ ვიდეო

 


 

 

 

 





დღიური
მომხმარებელი პაროლი  
იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი
Copyright@2009
Developed by ITNOVATIONS