ქართული Русский English
საიტის რუკაკონტაქტი შემოგვიერთდით

ზოგადსაგანმანათლებლო - ინტელექტუალური კონკურსი

თბილისის საჯარო და კერძო სკოლების იმ მოსწავლეებს, რომლებიც 2013-2014 ს/წ ასრულებენ VI ან IX კლასს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი სთავაზობს ზოგადსაგანმანათლებლო - ინტელექტუალურ კონკურსში მონაწილეობას.

 

კონკურსის პირველი ტური ჩატარდება ამა წლის 7 ივნისს, შაბათს, 12:00 საათზე, კიკეთში. დარეგისტრირებულ მონაწილეებს სკოლის ავტობუსი ვაკიდან, ფიზკულტურის ინსტიტუტის ტერიტორიიდან წამოიყვანს 11:00 საათზე.

 

კონკურსში მონაწილეობა უფასოა.

 

 

პირველ 3 საპრიზო ადგილზე გასულ მოსწავლეს გადაეცემათ საჩუქრები:

I ადგილისთვის - პერსონალური კომპიუტერი

II ადგილისთვის - ელექტრონული წიგნის საკითხავი "ქინდლი"

III ადგილისთვის - 200 ლარიანი ვაუჩერი წიგნების მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსისაგან".

 

 

იხილეთ სარეგისტრაციო ფორმა: ანკეტა

 

 





დღიური
მომხმარებელი პაროლი  
იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი
Copyright@2009
Developed by ITNOVATIONS