ქართული Русский English
საიტის რუკაკონტაქტი შემოგვიერთდით

ფსიქოლოგის გვერდი თემა - დედა და შვილი

  ბავშვის ფსიქიკური ჯანმრთელობის ერთ-ერთი მთავარი საწინდარი არის დედის სიყვარული და მასთან ურთიერთობა.

     თანამედროვე ფსიქოლოგიაში, რომელიც ბავშვის ადრეული ასაკის საკითხებს შეისწავლის, აქტუალურია ე.წ. მიჯაჭვულობის ცნება. მიჯაჭვულობა არის რთული ბიოლოგიურ-ფსიქოლოგიური სახის კავშირი უფროსსა და ბავშვს შორის, რომელიც „აიძულებს“ უფროსს, რომ დაიცვას და იზრუნოს ბავშვზე, ხოლო ბავშვს „აიძულებს“, რომ მისდიოს უფროსს, რაც მასთან ახლოს ყოფნის, მიბაძვის, დაჯერების სურვილში გამოიხატება.

 მზრუნველ უფროსთან ძლიერი მიჯაჭვულობით, ჩვილ ბავშვს უყალიბდება ფსიქოლოგიურად კომფორტული გარემო,სადაც თავს დაცულად გრძნობს. ასეთ დროს მისი დამოკიდებულება სამყაროს მიმართ კეთილგანწყობილი ხდება,რაც მის მომავალ სოციალურ ურთიერთობებს  განსაზღვრავს.

  აქედან იღებს სათავეს ადამიანის სიყვარული საკუთარი სახლის,ოჯახის,ხალხის, ქვეყნის მიმართ.

 

   ნიშნები იმისა, თუ ვის ირჩევს ბავშვი მიჯაჭვულობის ობიექტად შემდეგია:

 

  • მიჯაჭვულობის ობიექტს შეუძლია სხვაზე უკეთ დაამშვიდოს ბავშვი ტირილის დროს;

 

  • დამშვიდებისთვის ბავშვი მიჯაჭვულობის ობიექტს პირველ რიგში მიმართავს;

 

  • მიჯაჭვულობის ობიექტის თანდასწრებით ბავშვს ნაკლებად ეშინია რამის.

 

    როგორც წესი, ასეთი „ობიექტის როლს“ დედა ასრულებს.ზოგ შემთხვევაში,დედასთან ძლიერი სანდო მიჯაჭვულობა არ ყალიბდება და ბავშვის პიროვნული განვითარება განსხვავებული გზით მიმდინარეობს.ასეთ დროს ირღვევა მათ შორის კავშირი. დედას აღარ „ესმის“ შვილის და შვილს კი დედის.ხდება გარე სამყაროსთან კეთილგანწყობილი ურთიერთობების დამყარების უნარის რღვევა. ამ პროცესს პირდაპირი კავშირი აქვს ბავშვის ჯანსაღი პიროვნული ბირთვის,მისი თვითშეფასების ჩამოყალიბებასთან.

   თუკი დედა ბავშვთან არის მშვიდი,თბილი ,ალერსიანი,მზრუნველი,მასთან სიახლოვეში მყოფი,“ისტერიული“ აფეთქებების გარაშე,ბავშვს  უყალიბდება  დაცულობის,კომფორტის და შემდეგ უკვე ნდობის განცდა,რომელიც შემდგომში მსოფლხედვას უყალიბებს.გვინდა აღვნიშნოთ,რომ დედის ასეთი ქცევა არანაკლებ მნიშვნელოვანი და თერაპიული ეფექტის მქონეა ბავშვის სხვა ასაკშიც.

   ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე,ხშირია შემთხვევები,როდესაც ხდება დედის მხრიდან ბავშვის საჭიროებების უგულებელყოფა,დედის ტოტალური მოუცლელობა,მისი სრული გადართვა სხვა ინტერესებზე. სამწუხაროდ ასეთი დედები ქმნიან ბავშვის ე.წ. სოციალური ობლობის სიტუაციას და პედაგოგისთვის ასეთ შემთხვევებთან გამკლავებაც ძალიან რთული ხდება.

    გვინდა აღვნიშნოთ,რომ არ არსებობს მშობელი შეცდომების გარეშე და ეს ნორმალურია. მაგრამ,თუ გვეცოდინება ბავშვის განვითარების მთავარი ორიენტირები,შევძლებთ მასთან სწორი ურთიერთიერთობის წარმართვას.





დღიური
მომხმარებელი პაროლი  
იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი
Copyright@2009
Developed by ITNOVATIONS