ქართული Русский English
საიტის რუკაკონტაქტი შემოგვიერთდით

ლადო გუდიაშვილი - ეპოქის სახე

8 მარტს, ხელოვნების ისტორიასა და რუსულ ენაში მე-9 კლასის მოსწავლეთა ინტეგრირებული პროექტის ,,ლადო გუდიაშვილი - ეპოქის სახე“ პრეზენტაცია გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო XX საუკუნის ქართული მხატვრობის თვალსაჩინო წარმომადგენლის, ლადო გუდიაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების საინტერესო და მნიშვნელოვანი ეპიზოდები... 
პროექტზე მუშაობისას, მოსწავლეები ესტუმრნენ ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზს, მოინახულეს მხატვარის მიერ მოხატული ქაშვეთის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი და ნახეს იგორ ობოლენსკის დოკუმენტური ფილმი, რომელიც ლადო გუდიაშვილის მუზასა და მეუღლეს, ნინო გუდიაშვილს ეძღვნება.

პედაგოგები: მეგი კობერიძე, ნანა კუნჭულია





დღიური
მომხმარებელი პაროლი  
იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი
Copyright@2009
Developed by ITNOVATIONS