ქართული Русский English
საიტის რუკაკონტაქტი შემოგვიერთდით

ჰანს ქრისტიან ანდერსენის დაბადებისა და საბავშვო წიგნის მსოფლიო დღე

 2 აპრილს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელში, დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა ჰანს ქრისტიან ანდერსენის დაბადებისა და საბავშვო წიგნის მსოფლიო დღე საინტერესო აქტივობით აღნიშნეს: მათ ქართულის გაკვეთილზე ერთმანეთს შეახვედრეს წაკითხული ნაწარმოებების გმირები, შექმნეს საინტერესო კომიქსები. 

ბავშვების ნამუშევრებში გამოვლინდა ფანტაზიის, წარმოსახვისა და შემოქმედებითი უნარები. მოსწავლეებმა შეძლეს ერთი შეხედვით სრულიად განსხვავებული პერსონაჟების გაერთიანება და ახალი თავგადასავლების მოფიქრება.
ასე შეხვდნენ ერთმანეთს პატარა უფლისწული და პიტერ პენი; პინოქიო და კომბლე; რობინ ჰუდი და ტომ სოიერი; პეპი და წითელქუდა; წრიპა ბიჭი და ჰარი პოტერი; რობინზონ კრუზო და ტომ სოიერი; ბიულერბილელი ბავშვები და წრიპა მორტენი...
გაიმართა პრეზენტაცია, რომელზეც ბავშვებმა ერთმანეთს წაუკითხეს თავიანთი ნამუშევრები, ჟიურიმ კი გამოავლინა სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მოსწავლეები.

პედაგოგები: მაკა ინაშვილი, ლელა მიქიაშვილი





დღიური
მომხმარებელი პაროლი  
იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი
Copyright@2009
Developed by ITNOVATIONS