ქართული Русский English
საიტის რუკაკონტაქტი შემოგვიერთდით

,,იავნანამ რა ჰქმნა?!”

 

იაკობ გოგებაშვილის იუბილესთან დაკავშირებით ”იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებლის” მეხუთე კლასის მოსწავლეებმა (დათი აბესაძე, ნიკოლოზ სანიკიძე, ნატო ბალავაძე, ქრისტინე ღვინეფაძე, მათე ყოჩიაშვილი) შექმნეს მოთხრობის – ,,იავნანამ რა ჰქმნა?!” აუდიო ვერსია. პროექტში მონაწილეობა მიიღეს ასევე მეექვსე და მეშვიდე  კლასის მოსწავლეებმა, რომლებმაც ინფორმატიკის გაკვეთილზე მასწავლებლის - ია გიგიბერიას  დახმარებით შექმნეს ილუსტრაციები გრაფიკული რედაქტორის გამოყენებით. ჩანაწერისათვის  გამოყენებულია ფოტოები ნანა ჯანელიძის ფილმიდან ,,იავნანა”, სხვადასხვა კუთხის ქართული ხალხური სიმღერები (,,ნანა”), აგრეთვე მეოთხე კლასის მოსწავლის - მარიამ გარსევანიშვილის მიერ შესრულებული ხალხური ,,იავნანა”.

  

მეორე და მესამე კლასისათვის მოეწყო აუდიომოთხრობის პრეზენტაცია, პატარებმა მოისმინეს მათი თანასკოლელების მიერ წაკითხული  ი.გოგებაშვილის უკვდავი მოთხრობა და შეაფასეს  მოსწავლეთა ნამუშევარი.

 

მოთხრობის ელექტრონული ვერსია ჩაიწერება დისკზე და საჩუქრად გადაეცემა  სკოლის ბიბლიოთეკას.

 

პროექტის ავტორია ქ-ნი მაკა ინაშვილი - ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი.

 

იხილეთ ფილმი.

 

 





დღიური
მომხმარებელი პაროლი  
იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი
Copyright@2009
Developed by ITNOVATIONS