2012 წლის მარტში ევროპული ენების ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა რესპუბლიკური ოლიმპიადა ინგლისურ ენაში. IV კლასელებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა "იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებლის" მოსწავლე – ელენე პაპაშვილმა, რომელმაც რესპუბლიკის მასშტაბით პირველი ადგილი აიღო. VI კლასის მოსწავლეებს: ნატო ბალავაძეს და ნუკა კიკნაძეს, რომელთაც ასევე მაღალი შედეგები აჩვენეს, გადაეცათ მონაწილის სერტიფიკატები. სასწავლებლის მმართველობა და დირექცია ულოცავს ბავშვებს ამ წარმატებას და დიდ გამარჯვებას უსურვებს მომავალში.