პატივცემულო მშობლებო!
გაცნობებთ, რომ იწყება საბავშვო ფესტივალები რაგბში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებლის მოსწავლე ვაჟები (I-VIII კლასები). ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად ყველა მოსწავლემ უნდა წარმოადგინოს სპეციალური შევსებული ფორმა და თანდართული საბუთები, მათ შორის სპორტული სამედიცინო შემოწმების შედეგად დაწერილი დასკვნა. ჩვენი მოსწავლეებისთვის სამედიცინო დასკვნის გაცემა მოხდება ამა წლის 22 აპრილს, კვირას, შემდეგი განრიგით:
8 და 7 კლასები: 11:00 საათი
6 და 5 კლასები: 12:00 საათი
4 და 3 კლასები: 13:00 საათი
2 და 1 კლასები: 14:00 საათი
დასაშვებია დედმამიშვილების ერთსა და იმავე დროს მიყვანა; ყველა დანარჩენ მოსწავლეს ვთხოვთ, მკაცრად დაიცვან განრიგი. სამედიცინო შემოწმების საფასურია 30 ლარი. შეგახსენებთ, რომ ყველა ვაჟისთვის საბუთების წარმოდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს.