ქართული Русский English
საიტის რუკაკონტაქტი შემოგვიერთდით

სასკოლო ექსკურსია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში
VII და VIII კლასელთა მშობლების საყურადღებოდ!
 

პარასკევს, 27 აპრილს, ეწყობა სასკოლო ექსკურსია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში კლასის დამრიგებლების თანხლებით.
 

შეკრების დრო და ადგილი:  დილის 9:40 საათი - სპორტის სასახლესთან ("მაკდონალდსის" წინ).
 

მოსწავლეები ნახავენ რამდენიმე გამოფენას:
1)      როგორ იქმნებოდა დედა ენა
2)      ქართული კალიგრაფია
3)      ძველი სახარებები (გელათისა და ჯრუჭის) და თამარის ვეფხისტყაოსანი.
 

გთხოვთ უზრუნველყოთ მოსწავლეთა დროული გამოცხადება. მუზეუმიდან მოსწავლეები წამოვლენ სკოლაში და საღამოს სახლში დაბრუნდებიან ჩვეული განრიგით.


პატივისცემით,

სასწავლებლის დირექცია

 


   
   

 





დღიური
მომხმარებელი პაროლი  
იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი
Copyright@2009
Developed by ITNOVATIONS