ქართული Русский English
საიტის რუკაკონტაქტი შემოგვიერთდით

VII და VIII კლასის მოსწავლეები ხელნაწერთა ინსტიტუტში

VII და VIII კლასის მოსწავლეები დღეს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს სტუმრობდნენ. ილია აბულაძის დარბაზში მათ მოისმინეს შემეცნებითი საუბარი იაკობ გოგებაშვილის, "დედა ენისშექმნის შესახებ, ნახეს იაკობ გოგებაშვილის, აკაკი წერეთლის, დიმიტრი ყიფიანის, სოლომონ არსენიშვილი-ბავრელის  და სხვათა პირად საარქივო ფონდებში დაცული უნიკალური მასალა: იაკობ გოგებაშვილის ხელნაწერები, ოსკარ შმერლინგის ილუსტრაციები, მათ შორის ილუსტრაციები მოთხრობისათვის „იავნანამ რა ჰქმნა“ იაკობ გოგებაშვილის მინაწერებით, „დედა ენის“ სტამბური კლიშეები, პირველნაბეჭდი „დედა ენა“, „დედა ენა" აფხაზურ ენაზე და სხვა. მოსწავლეებმა ასევე იხილეს ჯრუჭის II სახარება, „ვეფხიტყაოსნის“ ბექთაბეგისეული რედაქცია, პირველი ნაბეჭდი სახარება (დაბეჭდილია: ვახტანგ VI-ის მიერ 1709 წელს თბილისში დაარსებულ პირველ ქართულ სტამბაში), პირველი ქართული ნაბეჭდი ბიბლია, X საუკუნის უნიკალური ებრაულენოვანი ბიბლია – ლაილაშის ბიბლია, ბაქარის ბიბლია (ბაქარი – ვახტანგ VI-ის ძე. რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი, გრუზინსკების გვარის ფუძემდებელი. ქართლის ფაქტობრივი მეფე შაჰნავაზ III-ის სახელით, ქართველი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, მონაწილეობდა მოსკოვის ქართული სტამბის აღდგენაში. 1743 მისი თაოსნობით დაიბეჭდა ბიბლია, რომელიც ცნობილია ბაქარის ბიბლიის სახელით) და სამების საკათედრო ტაძრის სახარების ასლი.

 

ბავშვები სკოლაში შთაბეჭდილებებით დატვირთულნი დაბრუნდნენ.

 

ორგანიზატორები: მამა ანდრია (ჯაღმაიძე), სალომე ჩხეიძე, თამარ ჯუღელი.

 





დღიური
მომხმარებელი პაროლი  
იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი
Copyright@2009
Developed by ITNOVATIONS