ბიბლიოთეკის კვირეულთან დაკავშირებით სასწავლებლის მეექვსეკლასელთთავის მოეწყო ექსკურსია საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში. მოსწავლეებმა დაათვალიერეს გამოჩენილი ქართველი პუბლიცისტის და საზოგადო მოღვაწის, დიმიტრი ყიფიანისადმი მიძღვნილი გამოფენა, მოისმინეს ბიბლიოთეკის დაარსების ისტორია, ეწვივნენ ფრანგული, გერმანული, ინგლისური და ამერიკული ლიტერატურის სამკითხველო დარბაზებს, ბიბლიოთეკის საბავშვო ცენტრს, გაეცნენ ელექტრონული ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებს.
ორგანიზატორები: მაკა ინაშვილი, ნინო გვილავა.