ქართული Русский English
საიტის რუკაკონტაქტი შემოგვიერთდით

ხელოვნების და სახელობო მიმართულების პროექტი „მუხუდოს მეფის ზეიმი“.

 

პროექტი განხორციელდა VII კლასის მოსწავლეების მიერ. პროექტის მიზანი იყო: ხელოვნების ისტორიაში ცოდნის გაღრმავება; შემოქმედებითი და შრომის ორგანიზების უნარების განვითარება.


 

ბავშვებმა შეისწავლეს ფლამანდიელი მხატვრის - იაკობ იორდანსის სურათი „მუხუდოს მეფის ზეიმი“ და გადაწყვიტეს სურათში ასახული ძველი ნიდერლანდური ზეიმის სკოლაში ჩატარება. ნიდერლანდური ზეიმი შემდეგნაირად მიმდინარეობდა: დღესასწაულის დროს სტუმრებს ურიგებდნენ ნამცხვრებს, რომლის ერთ-ერთ ნაჭერში მუხუდოს მარცვალი იყო დამალული. ის სტუმარი, რომელსაც ეს ნაჭერი შეხვდებოდა, ზეიმის მეფე ხდებოდა. VII კლასის მოსწავლეებმა სახელობო მიმართულების ხელმძღვანელის, ქალბატონი თინა ქვრივიშვილის დახმარებით, გამოაცხვეს ნამცხვარი, რომლის ორ ნაჭერშიც ლობიოს მარცვლები დამალეს; ასევე, მოამზადეს საჩუქრები და შეარჩიეს სათანადო მუსიკა. სადილის შემდეგ, დაჩი ხაბურზანიამ მოსწავლეებს დაურიგა იორდანსის სურათის ილუსტრაციები და მოუთხრო მხატვრისა და სურათის ისტორიის შესახებ. VII კლასის გოგონებმა მოსწავლეებს დაურიგეს ნამცხვრები და სთხოვეს, აღმოეჩინათ ლობიოს მარცვლები. ზეიმის „მეფე“ და „დედოფალი“ გახდნენ: IX კლასის მოსწავლე ოთარ ჯერენაშვილი და VIII კლასის მოსწავლე თინათინ (თუნა) წერეთელი. საზეიმო მუსიკის ფონზე „მეფესა“ და „დედოფალს“ დაადგეს გვირგვინები და გადასცეს საჩუქრები. VII კლასის მოსწავლეებმა შეძლეს ეფექტური, სახალისო და საინტერესო ღონისძიების მოწყობა.

 


ხელმძღვანელი: ქ-ნი ნანა კუნჭულია - ხელოვნების პედაგოგი.

 

 





დღიური
მომხმარებელი პაროლი  
იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი
Copyright@2009
Developed by ITNOVATIONS