ქართული Русский English
საიტის რუკაკონტაქტი შემოგვიერთდით

6 ერის თასი. რაგბი 2013

 

პატივცემულო მშობლებო!

 

 

გატყობინებთ, რომ ხვალიდან იწყება რაგბში 6 ერის თასის თამაშები. თამაშების ტრანსლირების საყურებლად, ბატონ ლევან ვასაძის ინიციატივით, გეპატიჟებათ რესტორანი „ოვალი“. თამაშების საყურებლად ვეპატიჟებით ჩვენი სკოლის ნებისმიერ მსურველ მოსწავლეს და მათ მშობლებს. ზუსტი განრიგის ნახვა თქვენ შეგიძლიათ თანდართულ ბმულში. თამაშებს შეგიძლიათ დაესწროთ თქვენი სურვილის და თავისუფალი დროის მიხედვით. რაგბის კლუბ „იუნკერების“ მოთამაშე ვაჟებს ვურჩევთ შეძლებისდაგვარად უყურონ ყველა თამაშს. აქვე გატყობინებთ, რომ რესტორანი „ოვალი“ ბავშვებს უფასოდ გაუმასპინძლდება ლიმონათით და კარტოფილით, დამატებითი კერძის/სასმელის შეკვეთა მსურველს შეეძლება საკუთარი ხარჯით.

 

გაცნობებთ, რომ ამავდროულად იწყება ერთა თასი 2013, რომელშიც ჩვენი ეროვნული ნაკრები იღებს მონაწილეობას. 9 თებერვალს და 9 მარტს, საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები მასპინძლობს პორტუგალიის და ესპანეთის ნაკრებ გუნდებს. ამ თამაშების ყურება უკვე შესაძლებელი იქნება სტადიონზე - რესტორან „ოვალში“ იმავე დროს გამართული 6 ერის თასის თამაშის ნაცვლად.


 

შეგახსენებთ რესტორან "ოვალის" მისამართს:

მისამართი: თბილისი, რკინის რიგი 6
ტელეფონი: +995 32 243 89 50; +995 32 243 89 51

 



თამაშების საყურებლად გელოდებათ რესტორნის ქვედა დარბაზი.


 

დამატებითი კითხვებით გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.






დღიური
მომხმარებელი პაროლი  
იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი
Copyright@2009
Developed by ITNOVATIONS