ქართული Русский English
საიტის რუკაკონტაქტი შემოგვიერთდით

ნერგების დარგვა კიკეთში

ძვირფასო მშობლებო, პედაგოგებო და სკოლის სხვა თანამშრომლებო! კვირას, 7 აპრილს, ხარების დღესასწაულზე გეპატიჟებით სადღესასწაულო წირვაზე დასასწრებად, რომლის შემდეგ გაიმართება ნერგების დარგვა კიკეთში - რაგბის მშენებარე კომპლექსის ტერიტორიაზე. ჩვენ გთავაზობთ დღის დაგეგმვას შემდეგი სავარაუდო განრიგით:

 

 

1. წირვა და საზეიმო პარაკლისი კიკეთის წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის ტაძარში - 10:00 საათიდან 13:00 საათამდე.

 

2. წირვის შემდეგ ტრაპეზი რესტორანში „ზახარ ზახარიჩი“ – კერძის/სასმელის შეკვეთა მსურველს შეეძლება საკუთარი ხარჯით.

 

3. 15:00 საათიდან დაიწყება ნერგების დარგვის სამუშაო. (გაგრძელდება დაახლოებით 17:00 საათამდე).


 

ძალიან გთხოვთ ყველას, მშობლებს, მოსწავლეებს და თანამშრომლებს - აუცილებლად მიიღოთ მონაწილეობა ამ ღონისძიებაში. გთხოვთ, აუცილებლად წამოიღოთ ბოტები, სამუშაო ფორმა, სასმელი წყალი და ბარი ან ნიჩაბი. იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოახერხებთ წირვაზე დასწრებას, შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ ნერგების დარგვის სამუშაოზე.

 

 

გელოდებით ყველას.

პატივისცემით,

სკოლის ადმინისტრაცია





დღიური
მომხმარებელი პაროლი  
იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი
Copyright@2009
Developed by ITNOVATIONS