ძვირფასო მეგობრებო, კოლეგებო, მშობლებო!
ხვალ, შაბათს, 13 აპრილს, გეპატიჟებით ყველას მუხრანის ვენახებში, ვაზის ახვევასა და ვენახის გასხვლაზე. 10:30 საათზე ვიკრიბებით გეგეშიძის ბაღთან. მუხრანში წამოსვლა შეგიძლიათ სკოლის ავტობუსით ან საკუთარი ავტომანქანებით. ძალიან გთხოვთ აუცილებლად წამოიღოთ: ბოტები, საწვიმარი და სასმელი წყალი. უკან გზაზე ვისადილებთ "სალობიეში" - მსურველებს შეეძლებათ კერძის შეკვეთა საკუთარი ხარჯით.
დამატებითი შეკითხვებით დაგვიკავშირდით ადმინისტრაციაში.