ქართული Русский English
საიტის რუკაკონტაქტი შემოგვიერთდით

IX კლასმა PET გამოცდა წარმატებით დაძლია

იაკობ გოგებაშვილის სახ. სასწავლებლის მე-9 კლასის შვიდმა მოსწავლემ (შიო-ირაკლი ვასაძე, გიორგი არონია, თორნიკე გვაზავა, ნინო ხუბულია, ლევან ბუცხრიკიძე, ანა მოსაშვილი, ანანო ღვინეფაძე) მონაწილეობა მიიღო ინგლისური ენის გამოცდაში: B1 - Preliminary English Test (PET). აპრილის ბოლოს ცნობილი გახდა გამოცდის შედეგები.

 

მოსწავლეებმა გამოცდა წარმატებით ჩააბარეს და მაღალი შეფასებები დაიმსახურეს, ხოლო ლევან ბუცხრიკიძემ გამოცდა ჩააბარა განსაკუთრებული წარჩინებით და მიიღო B2 - First Certificate in English (FCE).

 

მოსწავლეებს წარჩინებულ ქულებთან ერთად ჰქონდათ შეფასებები: არაჩვეულებრივი მეტყველების, სმენისა და წერითი უნარებისთვის.


 

მოსწავლეები ელოდებიან ინგლისიდან სერტიფიკატების ჩამოსვლას.


 

სკოლა ულოცავს მოსწავლეებს კიდევ ერთ წარმატებას.

 

ინგლისური ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელი: ირმა გოჩალეიშვილი





დღიური
მომხმარებელი პაროლი  
იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი
Copyright@2009
Developed by ITNOVATIONS