იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებლის III კლასის მოსწავლეებმა ხელოვნების გაკვეთილზე ანიმაციური ფილმების ჩვენება მოაწყეს.
პროექტის მიზანი იყო ნასწავლი მასალის პრაქტიკულად განხორციელება. მას შემდეგ რაც ბავშვები გაეცნენ მულტიპლიკაციას, როგორც ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთ დარგს, გაუჩნდათ სურვილი თავად შეექნათ ანიმაციური ფილმები.
ბავშვები დიდი ინტერესით ჩაერთვნენ სამუშაო პროცესში გამოძერწეს ფიგურები და მათთვის სხვადასხვა პოზაში გადაღებული მრავალი ფოტოკადრის საშუალებით შეძლეს მათი ეკრანზე გაცოცხლება.
ფილმების შექმნაზე მუშაობდა ვაჟებისა და გოგონების ჯგუფი. საბოლოოდ შეიქმნა ორი ანიმაციური ფილმი: ,,მოცკვავე გოგონები” და ,,ჭიდაობა”.
“მოცეკვავე გოგონებში” ნაჩვენებია ორი გოგონას მიერ შესრულებული აჭარული ცეკვა, ხოლო ,,რესლინგში” ხელჩართული ბრძოლა სადაც ორი მოწინააღმდეგე იბრძვის პირველობის მოსაპოვებლად.
ბავშვბმა თავად დაამზადეს მოსაწვევი ბარათები დაპატიჟეს სასწავლებლის პედაგოგები და მოსწავლეები და თავიანთი ნამუშევრით ფართო აუდიტორიის წინაშე წარდგნენ.
პროექტის ხელმძღვანელი: ხელოვნების პედაგოგი, ნათია რაზმაძე.