თუ თქვენ სწავლობთ თბილისის საჯარო ან კერძო სკოლაში, და 2013-2014 სასწავლო წელს გადადიხართ X კლასში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი გაძლევთ შანსს გამოავლინოთ თქვენი ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები. ზოგადსაგანმანათლებლო-ინტელექტუალური კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად, კიკეთში. კონკურსის პირელი ეტაპი გაიმართება 2013 წლის 24 ივნისს, 12:00 საათზე. მეორე ეტაპზე გადავლენ ის მონაწილეები, რომლებიც პირველ ტურში დააგროვებენ 81 ან მეტ ქულას. ტრანსპორტირებას თბილისიდან და უკან უზრუნველყოფს სკოლა.
კონკურსში მონაწილეობა არის უფასო!
პირველ 3 საპრიზო ადგილზე გასულ მოსწავლეს გადაეცემათ საჩუქრები:
I ადგილისთვის - პერსონალური კომპიუტერი
II ადგილისთვის - ელექტრონული წიგნის საკითხავი "ქინდლი"
III ადგილისთვის - 200 ლარიანი ვაუჩერი წიგნების მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსისაგან".
გთხოვთ, მონაწილეობის მისაღებად 2013 წლის 17 ივნისამდე დარეგისტრირდეთ მისამართზე: https://docs.google.com/forms/d/1xjBV9G0g0KfCSBXuXkgGIlAeOLFa1hU6jbI9aHChsAI/viewform
გისურვებთ წარმატებას!