იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი დიდ მადლობას უხდის ყველა მოსწავლეს, ვინც მიიღო მონაწილეობა სკოლის მიერ ორგანიზებულ ზოგადსაგანმანათლებლო-ინტელექტუალური კონკურსის I ტურში. II ტური გაიმართება სამშაბათს, 2 ივლისს, 12:00 საათზე, კიკეთში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებლის ბიბლიოთეკა-პავილიონში. II ტურში გადასულ მონაწილეებს წამოიყვანს სასკოლო ავტობუსი 11:00 საათზე, ფიზკულტურის ინსტიტუტიდან (ვაკე, სტადიონ "ლოკომოტივის" მოპირდაპირე მხარე).
კონკურსის II ტურში მონაწილეობას იღებენ შემდეგი მოსწავლეები:
მარიამ გასვიანი - თბილისის 128-ე საჯარო სკოლა
ელენე ვარდიძე - თბილისის 128-ე საჯარო სკოლა
ანა კვაჭანტირაძე - თბილისის 128-ე საჯარო სკოლა
თამარ ზარნაძე - თბილისის 53-ე საჯარო სკოლა
ზურაბ ზაალიშვილი - თბილისის 150-ე საჯარო სკოლა
ვულოცავთ მოსწავლეებს კონკურსის II ეტაპზე გადასვლას და ვუსურვებთ წარმატებას!