ქართული Русский English
საიტის რუკაკონტაქტი შემოგვიერთდით

გახსნის ღონისძიება, 2013 წ.

მშობლების საყურადღებოდ!

 

 

შეგახსენებთ, რომ / 15 სექტემბერს გაიმართება ახალი სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება. განრიგში არის სიახლე: 13:00 საათზე კიკეთის ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის ტაძარში ჩატარდება პარაკლისი, რომელსაც სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დაესწროთ. შესაბამისად, თბილისიდან სკოლის ავტობუსი გამოვა 12:00 საათზე (ფიზკულტურის ინსტიტუტიდან).

 

 

13:45 საათიდან მშობლები, მოსწავლეები, სკოლის თანამშრომლები და სტუმრები იკრიბებიან იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელში, სპორტულ მოედანზე. დამრიგებლები და მოსწავლეები სხდებიან ტრიბუნებზე, ხოლო მშობლები და დანარჩენი სტუმრები სტადიონზე მოწყობილ წითელ სკამებზე.

 

 

 

14:00 საათზე დაიწყება ღონისძიება. სიტყვით გამოსვლის შემდეგ დამრიგებლები სათითაოდ ამოიკითხავენ კლასის სიას და გაიყვანენ მოსწავლეებს სპორტულ დარბაზში. სპორტულ დარბაზში და მიმდებარე გარე ტერიტორიაზე მოსწავლეებისთვის მოწყობილი იქნება გასართობი თამაშობანი. ამავდროულად - უფროსებისთვის სტადიონზე მოწყობილი იქნება ფურშეტი.

 

 

გთხოვთ გვეწვიოთ და შეგახსენებთ, რომ მოსწავლეებს აუცილებლად უნდა ემოსოსთ სკოლის უნიფორმა.

 

 

   პატივისცემით,

 

 სკოლის ადმინისტრაცია

 

 





დღიური
მომხმარებელი პაროლი  
იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი
Copyright@2009
Developed by ITNOVATIONS