ქართული Русский English
საიტის რუკაკონტაქტი შემოგვიერთდით

რთველი 2013


პატივცემულო მშობლებო!

 


2013 წლის 20 ოქტომბერს, კვირას, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი და ბაგრატიონი 1882 გეპატიჟებათ რთველში, მუხრანის ვენახებში, სადაც მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა ყურძნის კრეფაში, საწნახელში ყურძნის დაწურვაში. რთველში მონაწილეობა შეუძლიათ „იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებლის“ მოსწავლეებს, თანამშრომლებს და მშობლებს. ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს სკოლა სასკოლო ავტობუსებით, ხოლო მშობლებს ასევე შეუძლიათ წამობრძანდნენ საკუთარი ავტომანქანებით.

 

გასვლა 12:30 საათზე - „ლოკომოტივის“ სტადიონის ტერიტორიიდან (ფიზკულტურის ინსტიტუტის მოპირდაპირე მხარე). გთხოვთ, რთველში აუცილებლად წამოიღოთ: მაკრატელი ან სეკატორი, ლაბადა, ბოტები, სასმელი წყალი.


 

სუფრაზე ორგანიზატორების მხრიდან გათვალისწინებული იქნება პური, ყველი, კიტრი- პომიდორი, მწვადი, ხაშლამა. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საკვები არ არის მისაღები თქვენი შვილისთვის, გთხოვთ, წამოიღოთ მისთვის განკუთვნილი პორცია.

 

 

სკოლა ცდილობს წლიდან წლამდე დახვეწოს ამგვარი ერთობლივი ღონისძიებების შინაარსი და ფორმა და უფრო სრულყოფილად ჩაატაროს რთველის სამუშაო. შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მშობლების აქტიური ჩართულობა მუხრანში რთველის პროცესში, იმისთვის რომ გაიზარდოს მონაწილეობის ხარისხი, რაც იქნება კარგი მაგალითი პატარებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ რთველის მუშაობაში ბოლომდე მიიღოს მონაწილეობა ყველა წამოსულმა მშობელმა და მოსწავლემ, ხოლო სუფრასთან დასდომამდე ყველა დაველოდოთ სამუშაო პროცესის დასრულებას.

 

პატივისცემით,

იაკობ გოგებაშვილის სახ. სასწავლებლის ადმინისტრაცია

9.10.2013

 

 





დღიური
მომხმარებელი პაროლი  
იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი
Copyright@2009
Developed by ITNOVATIONS