17 ოქტომბერს, მეათე კლასის მოსწავლეებმა მოაწყვეს პრეზენტაცია „შუშანიკის წამება“. მათ წარმოადგინეს ლიტერატურული ვარიაცები თემაზე: „დედოფალი და პიტიახში - შუშანიკის გვირგვინოსანი მეუღლე და ჯალათი“. პროექტის ავტორებმა ყურადღება გაამახვილეს თხზულების ლიტერატურულ მნიშვნელობაზე, მხატვრულ ღირებულებებსა და გეოგრაფიულ კონტექსტზე; მიმოიხილეს V საუკუნის პოლიტიკური და ისტორიული ასპექტები.
მოსწავლეებმა გამოავლინეს გუნდური მუშაობის კარგი ჩვევები, შემოქმედებითი დამოუკიდებლობა და მხატვრული აზროვნების უნარი.
ხელმძღვანელი: დარეჯან ამირეჯიბი, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი