ქართული Русский English
საიტის რუკაკონტაქტი შემოგვიერთდით

VII კლასის ღია გაკვეთილი ხელოვნებაში - “სამეცნიერო კონფერენცია”

VII კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი ხელოვნებაში. გაკვეთილს მოსწავლეებმა პირობითად “სამეცნიერო კონფერენცია” უწოდეს. წინა გაკვეთილებზე მოსწავლეებმა შეისწავლეს თეორიები ხელოვნების წარმოშობის შესახებ. იმსჯელეს ამ საკითხებზე, დაიყვნენ ჯგუფებად იმისდა მიხედვით, თუ რომელი მოსწავლე რომელ თეორიას ემხრობოდა. ჯგუფებმა მოიძიეს სათანადო მასალა, მათ შორის ვიზუალურიც, საკუთარი მოსაზრების არგუმენტაციისათვის და მოამზადეს პრეზენტაცია. პრეზენტაციას ესწრებოდნენ VIII კლასის მოსწავლეები, სკოლის დირექტორი ქ-ნი მარინა კაჭარავა და გეოგრაფიის პედაგოგი ზურაბ ქურდაძე. გაკვეთილზე საინტერესო დისკუსია წარიმართა.





დღიური
მომხმარებელი პაროლი  
იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი
Copyright@2009
Developed by ITNOVATIONS