ქართული Русский English
საიტის რუკაკონტაქტი შემოგვიერთდით

VIII კლასის პროექტი ხელოვნებაში - „ნეფერტიტი“

28 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის სკოლის მოსწავლეები ერთი უცნაური მოვლენის "მოწმენი" გახდნენ: საკლასო ოთახებში ძველი ეგვიპტის დედოფალი, ნეფერტიტი "დადიოდა" - თანაც ერთი კი არა, ორი. "დედოფლები" სინამდვილეში, VIII კლასის მოსწავლეები ეთუნა ალიხანაშვილი და ნუკა კიკნაძე აღმოჩნდნენ. ისინი ამ კლასის მიერ მომზადებულ პროექტში იღებდნენ მონაწილეობას.

  

 

პროექტი ორი ნაწილისაგან შედგებოდა. პირველ ნაწილში ორ ჯგუფად დაყოფილ მოსწავლეებს უნდა ეჩვენებინათ მათ მიერ მომზადებული წარმოდგენა, რომელშიც ნეფერტიტის ეპოქა იქნებოდა ასახული, ხოლო, მეორე ნაწილში გაიმართა ვიქტორინა, რომლის მიზანიც ამ ეპოქის ხელოვნებაზე და ისტორიაზე მოსწავლეების ცოდნის გამოვლენა იყო.


 

უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვებმა დიდი შრომისმოყვარეობა და მონდომება გამოიჩინეს და საინტერსო, ორიგინალური დადგმები წარმოადგინეს. ვიქტორინის დროსაც წარმოჩინდა მათი ცოდნა მოცემული საკითხების შესახებ.

 

 

პედაგოგი: ნანა კუნჭულია

 





დღიური
მომხმარებელი პაროლი  
იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი
Copyright@2009
Developed by ITNOVATIONS