ქართული Русский English
საიტის რუკაკონტაქტი შემოგვიერთდით

II კლასის პროექტი მათემატიკაში “მათემატიკური ესტაფეტა”

 მათემატიკა არა მარტო საინტერესო, არამედ სახალისოც შეიძლება აღმოჩნდეს. ეს ნათლად გამოჩნდა II კლასის მიერ ჩატარებულმათემატიკურ ესტაფეტაზე”. უფრო მეტიც, მათემატიკური მაგალითების ამოხსნამ იმ დღეს ერთგვარი სპორტული შეჯიბრისა და გასართობი თამაშის სახე მიიღო. მე-5 კლასის მოსწავლე - ერეკლე დონაძის მიერ ოსტატურად მორგებულმა წამყვანის როლმა კი შეჯიბრი ნამდვილშოუდაქცია. პროექტის მიზანი მოსწავლეების მიერ ათვისებული ცოდნის ექსტრემალურ პირობებში გამოყენების უნარის გამოვლენა იყო. პირველ ეტაპზე მოსწავლეებს დაურიგდათ მაგალითები, რომელთა ამოხსნის შედეგადაც მიღებული პასუხების მიხედვით ისინი ორ ჯგუფად დაიყვნენ, შემდეგ ჯგუფებს შორის გაიმართა ესტაფეტა: ბავშვებს უნდა მიერბინათ მოედანზე გარკვეული ინტერვალით დადებულ მაგალითებამდე, ამოეხსნათ ისინი და მარკერი ჯგუფის შემდგომი წევრისთვის გადაეცათ. ესტაფეტის დასრულების შემდეგ ჯგუფებს დაურიგდათ ამოცანები, რომლის ამოხსნის შედეგადაც ისინი უნდა მიმხვდარიყვნენ, თუ  რომელ კორპუსში, რომელ სართულზე და რომელ კლასში იყო დამალული მათთვის განკუთვნილი პრიზები. შეჯიბრი ძალიან სახალისოდ წარიმართა, საინტერესოა, რომ სრულიად დაუგეგმავად ორივე ჯგუფის ბავშვები ერთდროულად დაბრუნდნენ დანიშნულ ადგილას და შესაბამისად, ორივე ჯგუფმა გამარჯვება იზეიმა.      

 

 

პედაგოგები: ნინო გვილავა, ნანა კუნჭულია

 





დღიური
მომხმარებელი პაროლი  
იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი
Copyright@2009
Developed by ITNOVATIONS