ქართული Русский English
საიტის რუკაკონტაქტი შემოგვიერთდით

წინასაახალწლო-საშობაო ალილო

 

ძვირფასო მეგობრებო,

 

 

შაბათს, 28 დეკემბერს, 18:00 საათიდან იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებლის დირექციას, პედაგოგებს და მოსწავლეებს (მშობლების გარეშე) ტრადიციულად ვეპატიჟებით წინასაახალწლო-საშობაო ალილოზე. ალილო გაიმართება კიკეთში. ფიზკულტურის ინსტიტუტიდან სკოლის ავტობუსები მოსწავლეებს წამოიყვანენ 17:30 საათზე. ჩაცმის ნორმა: საკარნავალო ფორმა (გარდა უარყოფითი პერსონაჟების ფორმებისა), ეროვნული სამოსი, საღამოს კაბა.

 

 

ალილოზე ყველა მოსწავლეს ან კლასს ექნება საშუალება წარმოადგინოს ამ დღისთვის მომზადებული სიმღერა, ცეკვა ან სხვა ნომერი, რომლის შესახებაც წინასწარ უნდა აცნობონ სკოლის ადმინისტრაციას. იმ მოსწავლეებს, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი, მიეღოთ მონაწილეობა სკოლის მუსიკალურ კონკურსში, ჩვენ ვთავაზობთ სწორედ ალილოზე შეასრულონ მომზადებული სიმღერები - საკონცერტო ნომრებად. გთავაზობთ ამ დროისთვის ადმინისტრაციაში წარმოდგენილი სიმღერების ჩამონათვალს:

 

 

 

1.            Клара Румянова - Облака - белокрылые лошадки

2.            ყელსაბამი ალისფერი

3.            Adele – Rolling into deep

4.            ყვითელი ფოთლები

5.            Doors – People are strange

6.            Everybody wants to be a cat

7.            The black eyed pees – I gotta feeling

8.            მრუდე თუ გაქვს ხელი (/ ვერის უბნის მელოდიები)

9.            თენდება, თენდება, ახალი წელი დგება

10.        Venus – shocking blue

11.        Оранжевое небо

12.        Adele – Someone like you

13.        პირველად იყო სიმღერა...

14.        საყვარელო ჩემო თბილის ქალაქო

 

 

ყველა სხვა მსურველს ვთხოვთ, შესასრულებელი სიმღერა წინასწარ აცნობონ სკოლის ადმინისტრაციას (ყველას ვთხოვთ შეარჩიონ ის სიმღერა, რომელიც არ არის ზემო ჩამონათვალში).

 

 

მოგეხსენებათ, უძველესი ჩვეულებით, საშობაოდ ერთმანეთისთვის საჩუქრების მიძღვნაა დაწესებულირითიც მოგვების მიერ ახალშობილი მაცხოვარისთვის მირთმეულ ძღვენს ვიგონებ. წელს გვსურს საჩუქრები გადავცეთ ძეგვის თავშესაფარს, სადაც ცხოვრობენ შრომისუუნარო, უნარშეზღუდული უფროსები, მოხუცები, მარტოხელა დედები და მათი შვილები (დაახლოებით 12 სხვადასხვა ასაკის ბავშვი). მათ ესაჭიროებათ როგორც საკვები პროდუქტი, ასევე საყოფაცხოვრებო ნივთები, თბილი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. ყველა მშობელს ვთხოვთ სურვილის და შესაძლებლობის ფარგლებში, სკოლაში მოგვაწოდონ შემოწირულობანი: მშრალი საკვები პროდუქტი, ჭურჭელი და/ან სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, თბილი ჩასაცმელი და ფეხსაცმელი უფროსებისთვის (როგორც ქალის, ასევე მამაკაცის) და პატარებისთვის, საბავშვო წიგნები, საახალწლო ნობათი და სხვა.

 

 

ჩვენ გთავაზობთ საჩუქრები მოიტანოთ სკოლაში ბავშვების ზეიმებზე ან კრებებზე ამოსვლისას ან ბავშვებს გამოატანოთ ალილოზე. მოგროვებულ პროდუქტს და სხვა ნივთებს სკოლა საახალწლოდ გადასცემს ძეგვის თავშესაფარს.

 

 

გმადლობთ ყველას თქვენი მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის.

 

საუკეთესო სურვილებით,

სკოლის ადმინისტრაცია


 





დღიური
მომხმარებელი პაროლი  
იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი
Copyright@2009
Developed by ITNOVATIONS