ქართული Русский English
საიტის რუკაკონტაქტი შემოგვიერთდით

VI კლასის პროექტი ხელოვნებაში. “სასამართლო პროცესი - ჰოლანდიური მხატვრობა”


 

აკობ გოგებაშვილის სკოლის ბიბლიოთეკაში დაპატიჟებულ სტუმრებს ძველი ჰოლანდიური მუსიკის ხმა სადღაც, სხვა საუკუნეში, სხვა გარემოში მოხვედრის განწყობას უქმნიდა. კერძოდ, ისინი XVII საუკუნის ამსტერდამში, სასამართლო დარბაზშიმოხვდნენ”. სასამართლო პროცესი ერთი შეხედვით ტრადიციული იყო, თავისი მოსამართლეთი (ელენე პაპაშვილი), მომჩივანით (ელენე ნიშნიანიძე), ბრალდებულით (ანდრია ზაქარაია), ადვოკატებით (ელენე ტოგონიძე, ვახო კილაურიძე) და ექსპერტებით (მარკოზ ნაცვლიშვილი, ლაშა-გიორგი კიკვიძე). სასამართლო უჩვეულო იყო იმით, რომმოწმეებად“ XVII - ჰოლანდიელი მხატვრების იან ვერმეერის და ვილემ კლას ჰედას სურათები წარსდგნენ. ამ სურათების გამოყენებით ბავშვები ყვებოდნენ თავიანთ ისტორიებს და ამტკიცებდნენ საკუთარ მოსაზრებებს.

 

პროექტის მიზანი მოსწავლეების მიერ ათვისებული ცოდნის იმიტირებულ გარემოში გამოყნების უნარის გამოვლენა იყო. მოსწავლეებს უნდა ემსჯელათ, დაესაბუთებინათ საკუთარი მოსაზრება, აეხსნათ სურათებში გამოსახული სიმბოლოები. ამ ამოცანებს ბავშვებმა ძალიან კარგად გაართვეს თავი.   

 

 

პედაგოგი: ნანა კუნჭულია

 

 





დღიური
მომხმარებელი პაროლი  
იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი
Copyright@2009
Developed by ITNOVATIONS