დედამიწის დღე სკოლაში
დედამიწის დღის აღსანიშნავად ჩვენი მოსწავლეები განსაკუთრებული სიყვარულითა და პასუხისმგებლობით ჩაერთნენ აქტივობაში - მათ სკოლის ეზო გაალამაზეს და საკუთარი ხელით დარგეს ყვავილები.
ამ აქტივობით ბავშვებმა კიდევ ერთხელ გააცნობიერეს, რომ თითოეულ ჩვენგანს შეუძლია მცირე, თუმცა მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა გარემოს დაცვისთვის. მათი მონდომება და ზრუნვა გვახსენებს, რომ დედამიწა ჩვენი საერთო სახლია, რომლის დაცვა და გაფრთხილება ყველას გვევალება.
ერთად ვქმნით უფრო მწვანე, ლამაზ და მზრუნველ გარემოს!


