ფსიქოლოგის საათი
.jpeg?2026-05-14T06%3A13%3A03.108Z)
ფსიქოლოგის საათის ფარგლებში მოსწავლეებმა ერთად უყურეს ფილმს ''Wonder'' (''საოცრება''), რის შემდეგაც გაიმართა თემატური განხილვა. მოსწავლეებმა იმსჯელეს პერსონაჟების გრძნობებზე და გააანალიზეს საკუთარი ქცევა მსგავს სიტუაციებში.
საუბრის პროცესში მათ უფრო მკაფიოდ გააცნობიერეს, როგორ მოქმედებს სიტყვები და დამოკიდებულება სხვებზე და რამდენად მნიშვნელოვანია კეთილი და დაფიქრებული ქცევა ყოველდღიურ ურთიერთობებში.
შეხვედრის შედეგად მოსწავლეებმა განივითარეს ერთმანეთის უკეთ გაგების, მხარდაჭერის, თანამშრომლობისა და ურთიერთპატივისცემის უნარები.


.jpeg?2026-05-14T06%3A20%3A06.526Z)